მეგაშოუ "ორი ვარსკვლავი"-ს გუშინდელ კონცერტზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი, თეონა კონტრიძე, შოუს მონაწილეს, კოტე თოლორდავას დაუპირისპირდა. თეონა კონტრიძემ კოტე თოლორდავას ასეთი რამ უთხრა - "ფეხებზე მკიდიხარ, როგორ მღერი, "ბაადურს" ვუწერ 10-იანს"-ო. პასუხად მსახიობმაც უთხრა, რომ ფეხებზე დაკიდებაზე პასუხს კულისებში გასცემდა. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა კადრს მიღმა, Prime Time News კოტე თოლორდავას დაუკავშირდა. მსახიობს ამ თემაზე საუბარი არ სურს და აცხადებს, რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ამას დამალავდა. "გეხვეწებით, როგორ ველოდებოდი ვინმეს ზარს, რომ ამაზე მკითხავდა რამეს. ხომ იცით, რომც ყოფილიყო კულისებში ინციდენტი, გეტყოდით, რომ არ იყო. რაც შეეხება მეწყინა თუ არა კონტრიძის კომენტარი, უკომენტაროდ", - განაცხადა თოლორდავამ.